Город МОСКОВСКИЙ
00:04:42

Soso Mikeladze - Chemi Xalxi - სოსო მიქელაძე - ჩემი ხალხი

Аватар
Зимние приключения в магической стране
Просмотры:
25
Дата загрузки:
12.12.2023 07:55
Длительность:
00:04:42
Категория:
Музыка

Описание

#ჩემიხალხი, #საქართველო, #ვენახი, #Sakartvelo,
ტექსტი და მუსიკა: სოსო მიქელაძე
არანჟირება, ხმის რეჟისურა: ზაზა ხუბუკელაშვილი
სტუდია: "სეუ სტუდია", 2016 წელი, სექტემბერი
Written by: Soso Mikeladze
Arrangement: Zaza Khubukelashvili

სიმღერა „ჩემი ხალხი“ ეძღვნება საქართველოს მაცხოვრებლებს, საქართველოს ემიგრანტებს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მოტრფიალეებს, მთლიანად საქართველოს ხალხს!

სიმღერის არანჟირება, ხმის რეჟისურა ეკუთვნის ზაზა ხუბუკელაშვილს. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ზაზას ამ არაჩვეულებრივი ნამუშევრისათვის და განსაკუთრებული ნიჭისათვის, რომელიც მან დაუზარებლად დააყოლა ამ სიმღერას!

დიდი მადლობა ჩემს მშობლებს, ოჯახის წევრებს, ჩემს მეგობრებსა და გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის გულმოდგინეთ მიდგანან მხარში!
უდიდესი მადლობა ჩემს ხალხს იმისათვის, როგორიცაა და იმისთვის, რომ ამ სიმღერის დაწერა შთამაგონა!

ღმერთო, დალოცე საქართველო!
ღმერთო, შენ იყავ ჩვენი შემწე!

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

"ჩემი ხალხი" (ტექსტი)

ისევ რთველია და ჯაფით მთვრალი მე ლხინს ვნებდები,
რქაწითლის ცეცხლში კვლავაც სიბრძნეა და ქართველობა,
შენ ხარ მსაჯული ჩემი საქმის და ჩემი ვნებების,
შენ ხარ ვენახი, რომლის სახელი საქართველოა!

შენს სიჩუმეში ნაოჭებია, ართქმული დარდები,
სულს რომ ატირებს და სულ მახსენებს პაპა-ბებიებს,
შენზე ლოცვებში მე კვლავ ახლიდან რომ ვიბადები,
და ვცოცხლობ სანამ ღვინო ქართული მე მანებივრებს!

მისამღერი:

ჩემი ხალხი ხარ მარად მედგარი,
მზეს რომ ბანს აძლევს და მთა-ბარს დასცქერის,
შემართება ხარ დაუდეგარი,
და ის გული ხარ – ცას რომ უმღერის.

მეომარი ხარ შინმოუსვლელი
და გულის დიდი მოუსვენრობა,
ვაზის ნება ხარ თავისუფალი
და ღვინოდ ქცევის მოუთმენლობა!

II ნაწილი

ღამენათევი სულის და ბრძოლის ალიონი ხარ,
ვით კალაპოტი და ჩვენი ყოფის დიდი ქმნილება,
ყველა მოსავლის განუზომავი დიდი მადლი ხარ,
და სიყვარულის ყველაზე მძაფრი განზომილება.

კლდეზე ნაგები სიცოცხლე შენი არ მოიშლება.
და ვერც სასმისი დიდი გრძნობისა ვერ დაიცლება.
რადგან ჯიში ხარ ღმერთისდა მიერ გამორჩეული,
და ჩვენს და-ძმათა ხმა ხარ სამყაროს მიმობნეული.

მისამღერი:

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

Русский дословный перевод: http://wp.me/p2yRJ1-1S8
ჩემი ხალხი - სოსო მიქელაძე - Chemi Xalxi - Soso Mikeladze - Мой народ - My people
https://youtu.be/lQ6ei--nQZc
© საავტორო უფლებები დაცულია

გთხოვთ, ნუ გადაამრავლებთ (მოიპარავთ) კლიპს/სიმღერას;
ნუ ატვირთავთ აღებულ რგოლს თქვენს არხზე სხვადასხვა ფოტოებით და არაადექვატური სახელწოდებებით!!!
ეს არის ჩვენი არხის პრინციპული პოზიცია!
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სიმღერის მოცემული ბმულის გაზიარება სოციალურ ქსელში.
ვიდეოს/სიმღერის თქვენს არხზე დაკოპირების შემთხვევაში - გაუფრთხილებლად წაგეშლებათ რგოლი.

მოუსმინეთ ჩვენი არხის ყველაზე პოპულარულ სიმღერებს:

1. „მე და შენ“ https://www.youtube.com/watch?v=qHQZZ4viQz8
2. „მიყვარხარ“ https://www.youtube.com/watch?v=LkBmbILxc-s
3. „მარიამი“ https://www.youtube.com/watch?v=yqymH99lJRU
4. „გოგო გოგონი“ https://www.youtube.com/watch?v=iLfAqMV_6qM
5. ალბომი „მე და შენ“ https://www.youtube.com/watch?v=2Q9eEMrohqo

გამოიწერეთ არხი: https://www.youtube.com/c/SosoMikeladze

შემოგვიერთდით Facebook-ზე: https://www.facebook.com/sosomikeladze111/
გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/SosoMikeladze
Twitter: https://twitter.com/sosomikeladze
Soundcloud: https://soundcloud.com/sosomikeladze-1
My site: https://sosomikeladze.wordpress.com
Instagram: https://www.instagram.com/mikeladzesoso/

Рекомендуемые видео